Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბონდო არველაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სომხური ფილოლოგიის განხრით 1956 წელს. ლიტერატურათმცოდნე, არმენისტი, ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. მისი შრომები, რომლებიც ძირითადად ეძღვნება ქართულ-სომხურ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობას, გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. ბ. არველაძის წიგნებიდან აღსანიშნავია: "ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან" (1967), "ნარკვევები XX საუკუნის ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან" (1969), "ოვანეს თუმანიანი და საქართველო" (1969), "მეგობრობის ნათელი ფურცლები" (1976), "ეღიშე ჩარენცი და საქართველო" (1977), "იოსებ გრიშაშვილის პოეტური სამყარო", "ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობანი XIX-XX საუკუნეებში" (ქართული საზოგადოებისა და ხ. აბოვიანის, გ. სუნდუკიანის, ჰ. თუმანიანის შემოქმედება, 1978), "ვაჰან ტერიანი" (1985), "ძმობის ჩუქურთმა", "საიათნოვა" (1988) და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1980). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია ტ. 1. -თბ., 1997. -გვ. 194 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |