შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. გერმანისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1971). ეკუთვნის ნაშრომები ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე ("კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში", 1963, თანაავტორი ნ. რუხაძე; "საქართველოს რეცეფცია გდრ-ის ლიტერატურაში", 1978; "ფიქრები საქართველოს შესახებ", 1979, რუსულ ენაზე; "შოთა რუსთაველი და ვოლფრამ ფონ ეშენბახი", 1980, გერმანულ ენაზე და სხვა). იკვლევდა ჰაინრიხ მანისა და თომას მანის შემოქმედებას ("ჰაინრიხ მანის ცხოვრება და შემოქმედება", 1956; "თომას მანი", 1967; "თომას მანი და ნიცშე", 1971, რუსულ ენაზე; "თომას მანი და დოსტოევსკი", 1976, ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე; "თომას მანის რომანების ძირითადი თავისებურებანი", 1978, გერმანულ ენაზე და სხვა). ეკუთვნის აგრეთვე "ნარკვევები XX საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან" (1964), "პორტრეტები და სილუეტები" (1973) და სხვა. ქართულ ენაზე თარგმნა ანა ზეგერსის, ერვინ შტრიტმატერის, ფრანც კაფკას, ნელი ზაქსის, ინგებორგ ბახმანისა და სხვათა ნაწარმოებები. ესეისტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.323; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.214 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |