The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ კაკაბაძე

ნოდარ კაკაბაძე
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 2007  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

გერმანისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1971). ეკუთვნის ნაშრომები ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე ("კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში", 1963, თანაავტორი ნ. რუხაძე; "საქართველოს რეცეფცია გდრ-ის ლიტერატურაში", 1978; "ფიქრები საქართველოს შესახებ", 1979, რუსულ ენაზე; "შოთა რუსთაველი და ვოლფრამ ფონ ეშენბახი", 1980, გერმანულ ენაზე და სხვა). იკვლევდა ჰაინრიხ მანისა და თომას მანის შემოქმედებას ("ჰაინრიხ მანის ცხოვრება და შემოქმედება", 1956; "თომას მანი", 1967; "თომას მანი და ნიცშე", 1971, რუსულ ენაზე; "თომას მანი და დოსტოევსკი", 1976, ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე; "თომას მანის რომანების ძირითადი თავისებურებანი", 1978, გერმანულ ენაზე და სხვა). ეკუთვნის აგრეთვე "ნარკვევები XX საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან" (1964), "პორტრეტები და სილუეტები" (1973) და სხვა. ქართულ ენაზე თარგმნა ანა ზეგერსის, ერვინ შტრიტმატერის, ფრანც კაფკას, ნელი ზაქსის, ინგებორგ ბახმანისა და სხვათა ნაწარმოებები. ესეისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.323; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: