შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ვასაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს. 1984 წლიდან დღემდე მუშაობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1999–2005 წლებში იყო განათლების სისტემის რეფორმირების პროექტის -"ილია ჭავჭავაძე", კონსულტანტი; სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" და ჟურნალ "არილში"; არის სამეცნიერო ნაშრომების, ლიტერატურულ–კრიტიკული სტატიების და ესეების ავტორი, რომლებიც წარმოდგენილია მის წიგნებში: "სახეები და პრობლემები", "ფარული შინასამყარო", "ორგვარი ცნობიერება", "ვეფხისტყაოსნის მხატვრული კონცეფცია"; შედგენილი აქვს "ქართული პროზის მცირე ანთოლოგია", "მე–20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია", კრებული "ქართველი მწერლების კომიკური და ტრაგიკომიკური მოთხრობები", "ქართული კრიტიკის სასკოლო ქრესტომათია" ორ ტომად; არის ქართული ენისა და ლიტერატურის მე–10, მე–11, მე–12 კლასების სახელმძღვანელოების ავტორი. 2008-2009წწ. თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსი – "გალა", ჟიურის წევრი. ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი. სადისერტაციო თემა -"ოთარ ჭილაძის პოეზია", დაიცვა 1985 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.145 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |