The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ვასაძე

თამაზ ვასაძე
Date of birth:1957  (68 years)
Category:Scientist, Philologist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს.

1984 წლიდან დღემდე მუშაობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1999–2005 წლებში იყო განათლების სისტემის რეფორმირების პროექტის -"ილია ჭავჭავაძე", კონსულტანტი; სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" და ჟურნალ "არილში"; არის სამეცნიერო ნაშრომების, ლიტერატურულ–კრიტიკული სტატიების და ესეების ავტორი, რომლებიც წარმოდგენილია მის წიგნებში: "სახეები და პრობლემები", "ფარული შინასამყარო", "ორგვარი ცნობიერება", "ვეფხისტყაოსნის მხატვრული კონცეფცია"; შედგენილი აქვს "ქართული პროზის მცირე ანთოლოგია", "მე–20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია", კრებული "ქართველი მწერლების კომიკური და ტრაგიკომიკური მოთხრობები", "ქართული კრიტიკის სასკოლო ქრესტომათია" ორ ტომად; არის ქართული ენისა და ლიტერატურის მე–10, მე–11, მე–12 კლასების სახელმძღვანელოების ავტორი. 2008-2009წწ. თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსი – "გალა", ჟიურის წევრი. ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი.

სადისერტაციო თემა -"ოთარ ჭილაძის პოეზია", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.145

Member of Organizations

  • თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსი – "გალა", ჟიურის წევრი (2008-2009)

Awards and Honors

  • 2016 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
    20 ქართული მოთხრობა : კრიტიკული სტატიები, ეტიუდები / თამაზ ვასაძე.-თბილისი : ინტელექტი, 2015.-162გვ.
  • 2012 - პრემია "საგურამო"

Bibliography


Share: