შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ბუაჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1960-1965 წლებში საქართველოს კულტურის მინისტრი იყო, 1976 წლიდან - ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. თ. ბუაჩიძის გამოკვლევები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდება 1946 წლიდან. მას ეკუთვნის გამოკვლევები ქართული, რუსული, უკრაინული, ბელორუსული ლიტერატურის, ხალხთა ლიტერატურული ურთიერთობების, ლიტერატურისა და თარგმანის თეორიის სფეროდან, პუბლიკაციები და კრიტიკული წერილები, ნაშრომები ქართველი რომანტიკოსების, ი. ჭავჭვაძის, გ. ტაბიძის და სხვების შესახებ. მოთხრობათა კრებულში "მოლოდინი" (1966) გვიხატავს ადამიანების მორალურ სახეს მეორე მსოფლიო ომის დროს. თარგმნა "ამბავი იგორის ლაშქრობისა" (1970), "გარდასულ წელთა ამბავი" (1973) და ძველი რუსული ლიტერატურის სხვა ძეგლები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972). წყარო: მამულიშვილთა სავანე / ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე.-თბ.,1994.-გვ. 89; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.100 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |