შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ჭინჭარაული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სხვადასხვა წლებში სწავლობდა ჟურნალისტიკის, უცხო ენებისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტებზე (ხარისხის მართვის უნივერსიტეტში, თბილისის უნივერსიტეტსა და სასულიერო სემიანარია-აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში). 17 წლის ასაკიდან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 2006-2011წწ. მუშაობდა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში(საორგანიზაციო, კულტურის და ბავშვთა სახლებთან ურთიერთობის ჯგუფებში) და ამავე ცენტრის ჟურნალ -"ახალგაზრდობა"-ში. ორგანიზებას უწევდა და მიჰყავდა სხვადასხვა ავტორთა პოეზიის საღამოები, საქველმოქმედო ჯგუფის საღამოები და სხვა კულტურული ღონისძიებები(საბავშვო წიგნის ფესტივალი, ინტელექტუალური თამაში "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" და აშ). ლექსების წერა ადრეული ბავშვობის ასაკიდან დაიწყო. პირველად მისი ლექსები გამოქვეყნდა "ფშავის აღორძინების კავშირის" გაზეთში. ასევე მისი პირველი მოთხრობა "აწმყო წარსულიდან" 2011 წელს დაიბეჭდა "ლიტერატურულ გაზეთში". დღეისთვის მისი ლექსები ქვეყნდება ჟურნალ "ცისკარში". არის რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი და პრიზიორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მონაწილეობას ღებულობს პოეზიის საღამოებში, ტელე და რადიო გადაცემებში. მუშაობს ხატწერაზე და ხევსურული სამოსის აღდგენა-შენარჩუნებაზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |