Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ჭინჭარაული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სხვადასხვა წლებში სწავლობდა ჟურნალისტიკის, უცხო ენებისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტებზე (ხარისხის მართვის უნივერსიტეტში, თბილისის უნივერსიტეტსა და სასულიერო სემიანარია-აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში). 17 წლის ასაკიდან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 2006-2011წწ. მუშაობდა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში(საორგანიზაციო, კულტურის და ბავშვთა სახლებთან ურთიერთობის ჯგუფებში) და ამავე ცენტრის ჟურნალ -"ახალგაზრდობა"-ში. ორგანიზებას უწევდა და მიჰყავდა სხვადასხვა ავტორთა პოეზიის საღამოები, საქველმოქმედო ჯგუფის საღამოები და სხვა კულტურული ღონისძიებები(საბავშვო წიგნის ფესტივალი, ინტელექტუალური თამაში "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" და აშ). ლექსების წერა ადრეული ბავშვობის ასაკიდან დაიწყო. პირველად მისი ლექსები გამოქვეყნდა "ფშავის აღორძინების კავშირის" გაზეთში. ასევე მისი პირველი მოთხრობა "აწმყო წარსულიდან" 2011 წელს დაიბეჭდა "ლიტერატურულ გაზეთში". დღეისთვის მისი ლექსები ქვეყნდება ჟურნალ "ცისკარში". არის რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი და პრიზიორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მონაწილეობას ღებულობს პოეზიის საღამოებში, ტელე და რადიო გადაცემებში. მუშაობს ხატწერაზე და ხევსურული სამოსის აღდგენა-შენარჩუნებაზე. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |