The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კასრაძე

დავით კასრაძე
სხვა სახელი:დიოგენი
X  (ფსევდონიმი)
ალი აზიზი  (ფსევდონიმი)
ბარონ დე-კანი  (ფსევდონიმი)
დე-კა  (ფსევდონიმი)
კანდიდი  (ფსევდონიმი)
ქართლელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1885
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 1965  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ავნევი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი და 1908 წელს.

სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა პარიზში ფილოსოფიისა და ლიტერატურის მეცნიერების დასაუფლებლად; 1901 წლიდან ბეჭდავდა წერილებს, მოთხრობებსა და ფელეტონებს ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა ფსევდონიმებით; 1923 წელს იყო ბათუმის გაზეთ "მწვერვალის" რედაქტორი. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია რომანი "გურანდა", რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა ცარიზმის რეჟიმი; 1928 წელს გამოაქვეყნა რომანი "კეთრი"; დიდი ინტერესი ხვდა წილად მის ჰეროიკულ პოემას "ლეგენდა რუსთაველზე"; თარგმნა ტოლსტოის, გოგოლის, ტურგენევის, მოლიერის, ზოლასა და სხვათა თხზულებები. იგი არის ავტორი პიესებისა და მონოგრაფიებისა ქართული სცენის მოღვაწეებზე. მას ეკუთვნის წერილები ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების საკითხებზე. მნიშვნელოვანია მისი როლი საბავშვო ლიტერატურაში. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი წიგნები: "ქალპეპელა", "მზიას გიშგიშა", "ჩვენს საკურდღლეში", "ორი ზღაპარი" და მრავალი სხვა. 1932 წელს შეადგინა და ქართულ ენაზე გამოსცა ოსური ლიტერატურის პირველი ანთოლოგია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.454-462საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.132

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიური კორპორაცია, წევრი
  • საზოგადოება თბილისის განყოფილება , წევრი (1917-)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი (1934-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • სოსელო : რომანი (ავტორი). - თბილისი, 1999. - 496გვ.
  • თამარ : ჰეროიკულ-დრამატული პიესა (ავტორი). - თბილისი, სამშობლო, 1995. - 59გვ.
  • ქალპეპელა : ზღაპარი ყმაწვილთათვის (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1991. - 48გვ.
  • ლეგენდა რუსთაველზე : დრამ. პოემა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 215გვ.
  • იბერიის დედოფალი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 313გვ.
  • კეთრი : რომანი (ავტორი). - ტფილისი, პოლიგრაფტრ. მე-2 სტ., 1928. - 293გვ.
  • თეატრი : თომა ჩიქვანაია (ავტორი). - ტფილისი, ზარია ვოსტოკა-ს სტ., 1924. - 249გვ.
  • როსკიპი : რომანი ორ ნაწილად (ავტორი). - თფილისი , გამოცემა დ. ნაკაიძისა(ა. კერესელიძის სტ.), 1912. - 390გვ.

გააზიარე: