Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით კასრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ავნევი, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი და 1908 წელს. სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა პარიზში ფილოსოფიისა და ლიტერატურის მეცნიერების დასაუფლებლად; 1901 წლიდან ბეჭდავდა წერილებს, მოთხრობებსა და ფელეტონებს ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა ფსევდონიმებით; 1923 წელს იყო ბათუმის გაზეთ "მწვერვალის" რედაქტორი. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია რომანი "გურანდა", რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა ცარიზმის რეჟიმი; 1928 წელს გამოაქვეყნა რომანი "კეთრი"; დიდი ინტერესი ხვდა წილად მის ჰეროიკულ პოემას "ლეგენდა რუსთაველზე"; თარგმნა ტოლსტოის, გოგოლის, ტურგენევის, მოლიერის, ზოლასა და სხვათა თხზულებები. იგი არის ავტორი პიესებისა და მონოგრაფიებისა ქართული სცენის მოღვაწეებზე. მას ეკუთვნის წერილები ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების საკითხებზე. მნიშვნელოვანია მისი როლი საბავშვო ლიტერატურაში. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი წიგნები: "ქალპეპელა", "მზიას გიშგიშა", "ჩვენს საკურდღლეში", "ორი ზღაპარი" და მრავალი სხვა. 1932 წელს შეადგინა და ქართულ ენაზე გამოსცა ოსური ლიტერატურის პირველი ანთოლოგია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.454-462; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.132 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |