The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ იოსელიანი

პლატონ იოსელიანი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1809
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 1875  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით 1835 წელს.

მუშაობდ თბილისის სემინარიაში ფილოსოფიისა და ფიზიკის მასწავლებლად. 1845-1856წწ. რედაქტორობდა თბილისში გამომავალ რუსულ პერიოდულ გაზეთს ''ზაკავკაზსკი ვესტნიკს''. 1849 წელს საბერძნეთში ყოფნისას, მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი, შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები. აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში. 1860-1875წწ. გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ქალაქების ისტორიის შესწავლასა და მათი წარმოშობის პრობლემებს.  მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების შესწავლასა და გამოცემაში. გამოსცა ჩახრუხაძის ''თამარიანი'' (1838), იოანე შავთელის ''აბდულმესიანი'' (1938), იოსებ თბილელის "დიდმოურავიანი" (1851), ტიმოთე გაბაშვილის "მიმოსვლა"(1852), ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობა"(1853), არჩილ II-ის "თეიმურაზიანი" (1853) და სხვა. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა გ. ერისთავის "გაყრა". იგი ანტონ I-ის ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში "პირუჱლ-დაწყებითი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა"(1840). ძველი თაობის წინააღმდეგ მიმართულ "გამოცანებში" (1871). ისტორიის საკითხების გაშუქებისას მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ფოლკლორულ მასალას, კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იგი ქართული გამოცანების პირველ ჩამწერად ითვლება. შეადგინა კრებულები "გამოცანანი ქართულნი" (1835) და "ანდაზები და გამოცანები" (1939). საზოგადო მოღვაწე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.191

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათენის არქეოლოგთა საზოგადოება., ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: