The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი კაჭახიძე

გიორგი კაჭახიძე
Date of birth:3 February, 1907
Date of death:2 December, 1979  (at 72 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Poet, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1930 წელს.

სტუდენტობიდანვე დაუკავშირდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" გარშემო არსებულ ლიტერატურულ წრეს, აქვე გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსებიც. 1932 წელს გამოაქვეყნა ლექსთა პირველი კრებული "ჩემი პირველი უჯრედი". საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ნიჭიერი ლიტერატორის პირველმა წიგნებმა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ვრცელი პოეტური ნაწარმოები "ის უბანი და ის კარმიდამო", რომელიც მწერლის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შემოქმედებითი შრომის შედეგს წარმოადგენს. მისი ლექსები მეგობრობასა და სიყვარულს ეხება და ნათარგმნია ბევრ უცხო ენაზე; მან არაერთი პოეტური კრებულით გაამდიდრა ჩვენი საბავშვო ლიტერატურა: "ალუბლები ყვავიან", "სწავლასა და სიხარულში", "მალხაზებისათვის არც მიმღერია" და სხვა;1966 წელს გამოსცა მონოგრაფია "შიო მღვიმელის ცხოვრება და პოეზია". ეწეოდა რედაქტორულ მოღვაწეობას. იყო საბავშვო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის" და საბავშვო წიგნის გამომცემლობის "ნაკადულის" განყოფილების გამგე.  

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.210; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 180


Awards and Honors

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: