შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მედეა კახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ყვარლის რაიონი, სოფელი ახალსოფელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1954 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ მაქსიმ გორკის სახ. ლიტერატურული ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1951-1977წწ. ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას.1950 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ ''ლიტერატურა და ხელოვნებაში''. 1955 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი კრებული ''სიყვარულის ასაკი''. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა იუგოსლავიელი პოეტი ქალის დ. მაქსიმოვიჩის ლექსები ''მიწის სურნელი'', კრებული ''იუგოსლავიელი პოეტები'', სომეხი პოეტის სევტქარადის ლექსები. მ. კახიძის ლექსები მრავალ ენაზეა თარგმნილი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 182 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |