The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე ბატონიშვილი

იოანე ბატონიშვილი
ოფიციალური სახელი:იოანე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1768
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1830  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტერბურგი
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი

ბიოგრაფია

ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი, ლექსიკოგრაფი, გამორჩეული მებრძოლი და სარდალი, შვილი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ისა. 1794-1799წწ. ჯერ პაპისა და მერე მამის დავალებით აღწერა ქართლ-კახეთის, ხევსურეთის, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთიანეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, ნაწილობრივ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ახალციხის ტერიტორიები. მის ნაშრომს დღეს დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. 1799 წელს შეადგინა და მამას, გიორგი XII წარუდგინა სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმის გეგმა ("სჯულდება"), რომლის განხორციელებაც ვერ მოესწრო, რუსეთის იმპერიის გამოისობით. იოანე 29 წლის განმავლობაში ცხოვობდა პეტერბურგში. ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ შემოქმედებით და სამეცნიერო მოღვაწეობას: სწავლობდა ენებს, ეუფლებოდა მეცნიერების სხვადასხვა დარგს, თარგმნიდა, ადგენდა სახელმძღვანელოებს, კარაბადინებს და ლექსიკონებს. იგი კოლექციონერი იყო. წიგნებისა და ხელნაწერების მის მიერ შეგროვებული მდიდარი კოლექცია საფუძვლად დაედო პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ქართულ ფონდს. იოანე ბაგრატიონის წვლილი დიდია ქართულ მედიცინაში. მან შეადგინა სამედიცინო ლექსიკონი, თარგმნა სამკურნალო კარაბადინი (თვითონაც დაამატა). შეადგინა სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი, "სამკურნალო წიგნი". მასში აღწერილია ავადმყოფობები, მოცემულია რეცეპტები და ასევე, წამლის დამზადების წესები. იოანე ბაგრატიონის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია "კალმასობა" ("ხუმარსწავლა").

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ. 5.-თბ.,1980.- გვ. 188

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: