შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ნაკაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ოზურგეთის ორკლასიანი სასწავლებელი, ხოლო 1892 წელს თბილისის საბებიო ინსტიტუტი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წლიდან დაიწყო. პირველი ლექსი "იმედი", ჟურნალ "კვალში" დაიბეჭდა. პირველი მნიშვნელოვანი მოთხრობა "ძიძა" 1903 წელს გამოქვეყნდა. პირველი საბავშვო მოთხრობა - 1904 წელს. აქტიურად იღწვოდა საზოგადოებრივ სარბიელზე. მონაწილეობდა 1905-1907წწ. რევოლუციაში. 1906 წელს რამდენიმე თვით დააპატიმრეს. 1908 წელს გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში. მან დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობისა და ჟურნალისტიკის განვითარებას. დააარსა საბავშვო ჟურნალი "ნაკადული" და 1910-1928წწ. რედაქტორობდა ჟურნალს. იგი იყო პირველი ქართული საბავშო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. დიდხანს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციას. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.52 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |