The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ნაკაშიძე

ნინო ნაკაშიძე
Legal name:ნინო ანთაძე
Date of birth:13 January, 1872
Date of death:2 July, 1963  (at 91 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ოზურგეთის ორკლასიანი სასწავლებელი, ხოლო 1892 წელს თბილისის საბებიო ინსტიტუტი.

ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წლიდან დაიწყო. პირველი ლექსი "იმედი", ჟურნალ "კვალში" დაიბეჭდა. პირველი მნიშვნელოვანი მოთხრობა "ძიძა" 1903 წელს გამოქვეყნდა. პირველი საბავშვო მოთხრობა - 1904 წელს. აქტიურად იღწვოდა საზოგადოებრივ სარბიელზე. მონაწილეობდა 1905-1907წწ. რევოლუციაში. 1906 წელს რამდენიმე თვით დააპატიმრეს. 1908 წელს გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში. მან დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობისა და ჟურნალისტიკის განვითარებას. დააარსა საბავშვო ჟურნალი "ნაკადული" და 1910-1928წწ. რედაქტორობდა ჟურნალს. იგი იყო პირველი ქართული საბავშო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. დიდხანს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციას.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.52

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: