შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიასხვადასხვა წლებში მუშაობდა წინანდალში და თბილისში. მისი პირველი მოთხრობა "დათოს ჩაქუჩი" 1956 წელს ჟურნალ "დილაში" გამოქვეყნდა. მისი საყმაწვილო კრებულები: "ყაყაჩოები", "ეშმაკუნა იხვი", "დილის სერენადა", "ვის მოჰყავს გაზაფხული" და სხვა ბავშვების დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისი ყველა პერსონაჟი სულიერი თუ უსულო, ბავშვებთან ერთად სიკეთის ფერხულშია ჩაბმული. მ. ბოლქვაძის შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები თარგმნილია და ცალკე წიგნებადაა გამოცემული რუსულ ენაზე. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.100; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.83 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |