The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კლავდია დევდარიანი

კლავდია დევდარიანი
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 2003  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მირონწმინდა, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მუშაობდა გაზეთ "ნორჩი ლენინელის" კორესპოდენტად, განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების განყოფილების ინსპექტორ-მეთოდისტად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო თანაავტორი IV და VI კლასების ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოებისა. მისი სამწერლო დებიუტი ჟურნალ "პიონერში" შედგა, სადაც გამოქვეყნდა კ. დევდარიანის პირველი საბავშვო მოთხრობა "აღარ დაბრუნდა". ავტორია ბიოგრაფიული რომანებისა: "სიჭაბუკე პოეტისა", "სიცოცხლე და უკვდავება"; რომანებისა: "ძველი ფუძე", "დრო და სივრცე"; დოკუმენტური კინოფილმებისა: "რუსთაველი", "ბარათაშვილი", "გალაკტიონი" და სხვა. თოჯინების თეატრში იდგმებოდა მისი პიესა "მეცამეტე გოჭი". 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია , ტ. 2. -თბ., 2012.- გვ. 355; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.65

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1989 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
  • 1970 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • 1970 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: