The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გოგიაშვილი

გურამ გოგიაშვილი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1934  (84 წლის)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1958 წელს.

1958-1968წწ. მუშაობდა გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1980-1981წწ. იყო ჟურნალ "პარტიული სიტყვის" და 1992-1996წწ. კი გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორი. საუკეთესო მთარგმნელი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი. პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში". გამოცემული აქვს თარგმნილი პროზაული და პოეტური კრებულები. პერიოდიკაში ქვეყნდება მისი მოთხრობები, მხატვრული ნარკვევები და წერილები.


ბიბლიოგრაფია


გააზიარე: