The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გოგიაშვილი

გურამ გოგიაშვილი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:25 ივნისი, 2023  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1958 წელს.

1958-1968წწ. მუშაობდა გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1980-1981წწ. იყო ჟურნალ "პარტიული სიტყვის" და 1992-1996წწ. კი გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორი. საუკეთესო მთარგმნელი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი. პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში". გამოცემული აქვს თარგმნილი პროზაული და პოეტური კრებულები. პერიოდიკაში ქვეყნდება მისი მოთხრობები, მხატვრული ნარკვევები და წერილები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 2. -თბ., 2012. -გვ. 60; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.371; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.74

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - პრემია "საგურამო"
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მთარგმნელობით ლიტერატურასა და ჟურნალისტიკაში შეტანილი დიდი წვლილისა და პერიოდულ პრესაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: