The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტომ ელანიძე

როსტომ ელანიძე
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1996  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ახმეტის რაიონი, სოფელი ჩიღო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1938 წელს.

1942 წლიდან იყო თსუ-ს ბიოლოგიისა და ჰისტოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

მისი პირველი ლექსი 1927 წელს დაიბეჭდა. მოთხრობების პირველი წიგნი - "წყაროს დაბადება" გამოქვეყნდა 1949 წელს. სხვადასხვა წლებში გამოცემული აქვს წიგნები "თეთრი მთები", "სიცოცხლის დაბრუნება", "თეთრი მერცხალი" და სხვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: