The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფარნაოზ ერთელიშვილი

ფარნაოზ ერთელიშვილი
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1923
გარდაცვ. თარიღი:6 ივლისი, 1972  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე. იყო ერთ-ერთი ინიციატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოპონიმიკური ცენტრის - ტოპონიმიკის ლაბორატორიის დაარსებისა. მას ეკუთვნის ნაშრომები (გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი) ენათმეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიცაა ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, ეტიმოლოგია, ლექსიკოლოგია, მათ შორის აღსანიშნავია "რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში" (1963); "ზმნური ფუძეების ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში" (1970; გაანალიზებულია 5481 ფუძე); "სახელურ ფუძეთა ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში", გამოიცა ავტორის გარდაცვალების შემდეგ (1980; გაანალიზებულია 11 362 ფუძე). ამ მონოგრაფიებში საყურადღებო დასკვნებია ქართულში ზმნური თუ სახელური ფუძეების აგებულებისა და ფონემური შედგენილობის შესახებ. იგი დაინტერესებული იყო ფრაზეოლოგიით - იკვლევდა ხატოვან იდიომურ თქმებს, ანდაზებს, აფორიზმებს (ნოველების კრებული ანდაზების თემაზე გამოაქვეყნა ფ. გიორგაძის ფსევდონიმით). განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ენობრივი მოვლენის ისტორიით, დიაქრონიულ ასპექტში განიხილავდა პირის ნიშნებისა და ვნებითობის სუფიქსთა გენეზისის, ქცევის, სონანტური ანლაუტისა და აუსლაუტის, ზოგიერთი სიტყვაწარმოებითი აფიქსის ფუნქციისა და წარმომავლობის, ინვერსიის, მახვილის საკითხებს; შექმნა გამოკვლევათა სერია "სტრუქტურულ-ეფტიმოლოგიური ძიებანი". ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზმნური ფუძეების ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.188

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: