შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს. ლექსების წერა მოწაფეობის წლებში დაიწყო. პირველი ლექსი 1924 წელს გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი კრებული - 1926 წელს. დიდი სამამულო ომის წლებში კ. ლორთქიფანიძე მოქმედ არმიაში აქტიურად იბრძოდა კავკასიის დაცვისთვის. 1942–1944წწ. იყო ფრონტული გაზეთების სამხედრო კორესპონდენტი. 1962-1966წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ცისკარს", 1977 წელს დაინიშნა ალმანახ "განთიადის" მთავარ რედაქტორად, იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. მწერალი ნაყოფიერად მუშაობდა თარგმანის სფეროში. თარგმნილი აქვს ტ. შევჩენკოს, ა. მიცკევიჩის, პ. ელუარის, ვლ. მაიკოვსკის, ი. ფრანკოს, ხ. აბოვიანის, ა. ისააკიანის, ტაკუბოკუს პოეტური ნაწარმოებები, სომხური ეპოსის- "დავით სასუნცის" რამდენიმე თავი. მას ეკუთვნის აგრეთვე კინოსცენარები ფილმებისა: "მეგობრობა" (1941, თანაავტორი ი. მოსაშვილი), "ჩრდილი გზაზე" (1957), "შეწყვეტილი სიმღერა" (1960). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.241; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.431 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |