Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს. ლექსების წერა მოწაფეობის წლებში დაიწყო. პირველი ლექსი 1924 წელს გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი კრებული - 1926 წელს. დიდი სამამულო ომის წლებში კ. ლორთქიფანიძე მოქმედ არმიაში აქტიურად იბრძოდა კავკასიის დაცვისთვის. 1942–1944წწ. იყო ფრონტული გაზეთების სამხედრო კორესპონდენტი. 1962-1966წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ცისკარს", 1977 წელს დაინიშნა ალმანახ "განთიადის" მთავარ რედაქტორად, იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. მწერალი ნაყოფიერად მუშაობდა თარგმანის სფეროში. თარგმნილი აქვს ტ. შევჩენკოს, ა. მიცკევიჩის, პ. ელუარის, ვლ. მაიკოვსკის, ი. ფრანკოს, ხ. აბოვიანის, ა. ისააკიანის, ტაკუბოკუს პოეტური ნაწარმოებები, სომხური ეპოსის- "დავით სასუნცის" რამდენიმე თავი. მას ეკუთვნის აგრეთვე კინოსცენარები ფილმებისა: "მეგობრობა" (1941, თანაავტორი ი. მოსაშვილი), "ჩრდილი გზაზე" (1957), "შეწყვეტილი სიმღერა" (1960). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.241; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.431 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |