The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იეთიმ გურჯი

იეთიმ გურჯი
Legal name:იეთიმ დაბღიშვილი
Date of birth:1875
Date of death:15 July, 1940  (at 65 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. 1905-1907წწ. მუშაობდა ბაქოს ნავთობის სარეწებში. 1895 წლიდან თხზავდა ლექსებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამავე წელს დაწერა პოემა "ანაბაჯის ლექსი", რომელიც მის პირველ წიგნად 1909 წელს გამოიცა. მას მოჰყვა "ახალი მგოსანი და სიმღერები" (1911), "იეთიმის ახალი ლექსები" (1913), "ტანგო"(1914) და სხვა. 1928 წელს იოსებ გრიშაშვილმა, ხოლო 1958 წელს ანდრო თევზაძემ გამოსცეს პოეტის "რჩეული ლექსები". იეთიმ-გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება, ძველთბილისური ბოჰემა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.182; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.164-165

Bibliography


Share: