The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა თაბუკაშვილი

დაბადების თარიღი:28 მარტი, 1893
გარდაცვ. თარიღი:9 მაისი, 1971  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფარცხნალი, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი.

ნახევარ საუკუნეზე მეტი, წარმატებით ემსახურა ქართული სახალხო სკოლის აღორძინების საქმეს. ათწლეულების მანძილზე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. თარგმნიდა მშობლიური ენის სახელმძღვანელოებს. შეადგინა შვიდი ორიგინალური სახელმძღვანელო, ხოლო მისი თნაავტორობით გამოცემულია თხუთმეტზე მეტი. თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალებში, სადაც ათავსებდა საყმაწვილო მოთხრობებს, ლექსებს. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად სხვადასხვა დროს მუშაობდა "სახელგამის" და "საბლიტგამის" მთავარ რედაქტორად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "მოამბის" რედაქციის გამგედ, იყო 119 ნაშრომის ავტორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.162

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: