შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1940 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჟურნალ "ოქტომბრელის" პასუხისმგებელ მდივნად; თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებთან: "ლიტერატურა და ხელოვნება", "კომუნისტი", "ახალგაზრდა კომუნისტი", ხოლო 1936 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. მის შემოქმედებაში სერიოზული ადგილი უჭირავს აჭარის თემას და მასთან დაკავშირებული მოტივებს. ამ კუთხით გამორჩეულია მისი ლერსები: "საღამო სოფლად", "აქ ყველაფერი მზით იფარება", "საღამო ზღვასთან", "ქვევრები", "ფადიმე გოგიტიძე", "სარფი", "ზღვა", "ვარსკვლავების ღიმილი", "ლექსები, პოემა" და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, უკრაინულ, ინგლისურ და სხვა ენებზე; ავტორია მონოგრაფიისა "უშანგი ჩხეიძე" და კრებულისა "ლიტერატურული წერილები და ნარკვევები". წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.173; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.159 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |