The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო თევზაძე

ანდრო თევზაძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1912
გარდაცვ. თარიღი:6 აპრილი, 1967  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი.

დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1940 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჟურნალ "ოქტომბრელის" პასუხისმგებელ მდივნად; თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებთან; 1952 წლიდან დანიშნული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების პასუხისმგებელი მდივნის, ხოლო 1953-1958წწ. გამომცემლობა "საბჭოთა მწერლის" დირექტორის თანამდებობაზე; 1936 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; მისი ძირითადი პოეტური კრებულებია - "ვარსკვლავების ღიმილი", "ლექსები, პოემა", და სხვ.; მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, უკრაინულ, ინგლისურ და სხვა ენებზე; ავტორია მონოგრაფიისა "უშანგი ჩხეიძე" და კრებულისა "ლიტერატურული წერილები და ნარკვევები".

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.173

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: