შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარგო თომაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად. იყო პიონერთა სასახლის დირექტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ "პიონერის" და გაზეთ "ნორჩი ლენინელის" რედაქტორად. 1947 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. იმავე წელს პრესაში გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "ბეჯითი ნანული". შემდეგ წლებში გამოიცა მისი მოთხრობების რამდენიმე კრებული. ავტორია ლიტერატურული ნარკვევების კრებულისა "დათოვლილი ბილიკებით". წყარო: მემატიანე: mematiane.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |