The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარგო თომაძე

მარგო თომაძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1995  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად. იყო პიონერთა სასახლის დირექტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ "პიონერის" და გაზეთ "ნორჩი ლენინელის" რედაქტორად. 1947 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. იმავე წელს პრესაში გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "ბეჯითი ნანული". შემდეგ წლებში გამოიცა მისი მოთხრობების რამდენიმე კრებული. ავტორია ლიტერატურული ნარკვევების კრებულისა "დათოვლილი ბილიკებით".

წყარო: მემატიანე: mematiane.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: