The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ მარგიანი

რევაზ მარგიანი
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1984  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი მულახი, მესტიის მუნიციპალიტეტი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს. 

1942 წელს მოხალისედ წავიდა დიდ სამამულო ომში. ომის შემდეგ იყო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის", "დროშის", გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნების" დირექტორი, 1979 წლიდან გამომცემლობა "მერანის" დირექტორი. პირველი ლექსი "მირანგულა" 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ლექსები" - 1940 წელს. სამამულო ომის წლებს ეკუთვნის ლექსების კრებული  "მუმლი მუხასა" (1946). შემდგომ კრებულებში: "მხოლოდ ახალი"(1958),  "მთანი მაღალნი"(1960), "ლილე"(1965), "გამოღვიძება"(1966), "თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან"(1975) და სხვ., მხატვრულ დაოსტატებასთან ერთად, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მარგიანის შემოქმედების ტენდენციები და თავისებურებანი. მის თხზულებებში წარმოჩინდა სვანური ბუნება და მითოსი, რომელიც პოეტმა ორგანულად დაუკავშირა თანამედროვეობას("ოია ოიალე", "ოიდა ნანაილა", "მარილი", "ელეგია მეგობრის სიკვდილზე" და სხვ.). რ. მარგიანის ლექსები თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა მრავალ ენაზე, აგრეთვე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუმინულ, პოლონურ, ბულგარულ ენებზე. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.243; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.230 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: