The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხუტა ბერულავა

ხუტა ბერულავა
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 2004  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1952 წელს კი მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი.

იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი, ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი, 1967-1979წწ. გამომცემლობა "განათლების" დირექტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოიცა  "საბავშვო პოეზიის ანთოლოგია", "საბავშვო ენციკლოპედია", კრებული "იზარდე მწვანე ჯეჯილო" და სხვ. ხ. ბერულავა ლექსებს 1941 წლიდან აქვეყნებს, მისი პირველი კრებული 1944 წელს გამოვიდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა პოეტის სამამულო ომის გმირებისადმი მიძღვნილი  ლექსები. იგი საბავშვო ლექსებსაც წერდა და თარგმნიდა რუსი  და სხვა ეროვნების პოეტების ნაწარმოებსაც. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 1977. -გვ. 334; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.94

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: