შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1969 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სართიჭალის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, საქართველოს რესპუბლიკის საბავშვო ბიბლიოთეკაში მთავარ ბიბლიოთეკარ-მეთოდისტად, ნინო ნაკაშიძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქციის გამგის მოადგილედ, საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად, ლადო ასათიანის სახელობის რესპუბლიკური საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორად. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1958 წელს. იგი ავტორია ლიტერატურული კრებულებისა: "იმედის კონები" "ლექსები", "გზა და ოცნება". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 106-107 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |