The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ გურგენიძე

ავთანდილ გურგენიძე
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1940
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1993  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1969 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა სართიჭალის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, საქართველოს რესპუბლიკის საბავშვო ბიბლიოთეკაში მთავარ ბიბლიოთეკარ-მეთოდისტად, ნინო ნაკაშიძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქციის გამგის მოადგილედ, საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად, ლადო ასათიანის სახელობის რესპუბლიკური საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორად. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1958 წელს. იგი ავტორია ლიტერატურული კრებულებისა: "იმედის კონები" "ლექსები", "გზა და ოცნება".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 106-107

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: