The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი იოსელიანი

გიორგი იოსელიანი
სხვა სახელი:წყალტუბელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1847
გარდაცვ. თარიღი:1919  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წყალტუბო
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1870 წელს.

მუშაობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1873-1889წწ. მუშაობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში მასწავლებლად, ხოლო შემდეგ სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის პირველ გიმნაზიაში. რამდენიმე წელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანამშრომელი იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ხაშურის გიმნაზიაში მუშაობდა. აქტიუად მოღვაწეობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. "წყალტუბელის" ფსევდონიმით იბეჭდებოდა მისი წერილები. პირადად ხელმძღვანელობდა განჯიდან თბილისში ნ. ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.337; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: