Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1870 წელს. მუშაობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1873-1889წწ. მუშაობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში მასწავლებლად, ხოლო შემდეგ სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის პირველ გიმნაზიაში. რამდენიმე წელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანამშრომელი იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ხაშურის გიმნაზიაში მუშაობდა. აქტიუად მოღვაწეობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. "წყალტუბელის" ფსევდონიმით იბეჭდებოდა მისი წერილები. პირადად ხელმძღვანელობდა განჯიდან თბილისში ნ. ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.337; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |