The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი ჯიქია

სერგი ჯიქია
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1993  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ონოღია, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1936 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის გამგე და ყველა თურქოლოგიური დისციპლინის საუნივერსიტეტო კურსის პირველი ლექტორი; 1945-1953წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი; 1960 წლიდან გარდაცვალებამდე გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების გამგე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო: თურქული ფილოლოგია, თურქული ენების დიალექტოლოგია, თურქული ენის ისტორია, თურქულ-ქართული ენობრივი კონტაქტები, თურქული დოკუმენტებისა და ისტორიული წყაროების პუბლიკაცია. იგი არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  მისი ფუნდამენტური ნაშრომია გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის პუბლიკაცია. დიდი ამაგი დასდო მან ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონების შედგენა-რედაქტირებას, აზერბაიჯანული სკოლებისათვის ქართული ენის სახელმძღვანელოების შედგენას. იგი თურქული ქრესტომათიების ავტორია. თურქოლოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.- თბ., 1987.- გვ.568

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-1993)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1975 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: