შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კალისტრატე ცინცაძე (კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტობანიერი, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1888 წელს, ხოლო 1892 - კიევის სასულიერო აკადემია. 1893 წელს მღვდლად ეკურთხა და დაინიშნა დიდუბის ეკლესიაში. 1903 წელს გადაიყვანეს ქაშვეთის ეკლესიაში. 1909 წლიდან არის დეკანოზი, 1925-იდან მიტროპოლიტი, იმავე წლიდან - ნინოწმინდელი ეპისკოპოსი, 1927-იდან მანგლელი. 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად (1932-1952). 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება. იგი აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: "ქართული ეკლესიის ავტოკეფალია" (1905, რუსულ ენაზე). აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. ღვთის მეტყველების კანდიდატი (1892). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.-გვ.336 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |