The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კალისტრატე ცინცაძე (კათოლიკოს-პატრიარქი)

კალისტრატე ცინცაძე
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1866
გარდაცვ. თარიღი:2 თებერვალი, 1952  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის საკათედრო ტაძარი, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ვანის რაიონი, სოფელი ტობანიერი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1888 წელს, ხოლო 1892 - კიევის სასულიერო აკადემია.

1893 წელს მღვდლად ეკურთხა და დაინიშნა დიდუბის ეკლესიაში. 1903 წელს გადაიყვანეს ქაშვეთის ეკლესიაში. 1909 წლიდან არის დეკანოზი, 1925-იდან მიტროპოლიტი, იმავე წლიდან - ნინოწმინდელი ეპისკოპოსი, 1927-იდან მანგლელი. 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად(1932-1952). 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება. იგი აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: "ქართული ეკლესიის ავტოკეფალია" (1905, რუსულ ენაზე). აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტი, წევრი (1948-1952)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: