The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მრევლიშვილი

მიხეილ მრევლიშვილი
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1904
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1980  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, ეკონომისტი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტი.

სწავლასთან ერთად მუშაობდა 15 უბნის განათლების მუშაკთა პროფკავშირში ტექნიკურ მდივნად. 1925 წელს გადავიდა სტატისტიკურ ბიუროში სტატისტიკოსად. ამავე პერიოდში მუშაობა დაიწყო გაზეთ "მუშას" მუშათა კორესპონდენტად და მხატვრული პროზის ხაზით. მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1926 წელს და მას შემდეგ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. 1929 წელს მწერალთა კავშირმა მიავლინდა სასწავლებლად მოსკოვში,  ჟურნალისტიკის ინსტიტუტში, მაგრამ ინსტიტუტის რეორგანიზაციის გამო, იძულებული იყო სწავლა ისევ ეკონომიკურ ფაკულტეტზე გაეგრძელებინა. შემდეგ მუშაობდა ტრესტ "მოსკულტმშენში" მგეგმავად. 1932 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა  და ომის დაწყებამდე "სამტრესტში" უფროს ეკონომისტად მუშაობდა. ჯანმრთელობის გამო სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნეს და სამუშაოდ ჰოსპიტალში გააგზავნეს, სადაც ომის დამთავრებამდე იმუშავა. 1945 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორის მოადგილე. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლიტერატურული მოღვაწეობა.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.195-200

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, თავმჯდომარე (1959-1962)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1927-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: