Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ მრევლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტი. სწავლასთან ერთად მუშაობდა 15 უბნის განათლების მუშაკთა პროფკავშირში ტექნიკურ მდივნად. 1925 წელს გადავიდა სტატისტიკურ ბიუროში სტატისტიკოსად. ამავე პერიოდში მუშაობა დაიწყო გაზეთ "მუშას" მუშათა კორესპონდენტად და მხატვრული პროზის ხაზით. მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1926 წელს და მას შემდეგ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. 1929 წელს მწერალთა კავშირმა მიავლინდა სასწავლებლად მოსკოვში, ჟურნალისტიკის ინსტიტუტში, მაგრამ ინსტიტუტის რეორგანიზაციის გამო, იძულებული იყო სწავლა ისევ ეკონომიკურ ფაკულტეტზე გაეგრძელებინა. შემდეგ მუშაობდა ტრესტ "მოსკულტმშენში" მგეგმავად. 1932 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და ომის დაწყებამდე "სამტრესტში" უფროს ეკონომისტად მუშაობდა. ჯანმრთელობის გამო სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნეს და სამუშაოდ ჰოსპიტალში გააგზავნეს, სადაც ომის დამთავრებამდე იმუშავა. 1945 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორის მოადგილე. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლიტერატურული მოღვაწეობა. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.195-200 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |