შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ მამფორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს, ხოლო შემდეგ მოსკოვის მ. გორკის სახელობის უმაღლესი ლიტერატურული კურსები 1958 წელს. პირველი ლექსი 1940 წელს გამოაქვეყნა, პირველი კრებული "ლექსები და პოემა" 1956 წელს; ავტორია ლექსთა კრებულებისა, პოემებისა, პიესებისა, სატირულ-იუმორისტული და საბავშვო ნაწარმოებებისა, რომელთაგან აღსანიშნავია "ცისკრის ვარსკვლავი" (1958), "ცისარტყელა ჩანჩქერებში" (1962), "რჩეული ლექსები" (1966), "ეტლი წუთისოფლისა" (1970), "ერთი მუჭა მიწა" (1971), "პიესები" (1977), "მეტეხის ჩრდილში" (დაიდგა რუსთაველის სახ. თეატრში, 1963, გამოიცა 1969), "ტაგუ" (დაიდგა ქუთ. ლ. მესხიშვილისა სახ. თეატრში, 1969), "იეთიმ გურჯი" (დაიდგა მარჯანიშვილის სახ. თეატრში, 1974), "უმხედრო ბედაური" (1982) და სხვ. ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულისა. თარგმნა ესენინი, ბლოკი, ევტუშენკო, პასტერნაკი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983. -გვ.400; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.37; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.504 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |