The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კუხიანიძე

ზურაბ კუხიანიძე
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:28 ივლისი, 2003  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1977წწ. იყო ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი, ხოლო 1977 წლიდან - გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის დირექტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1952 წელს, ხოლო 1958 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული "გაფრენილი წეროები"; ავტორია ლირიკულ ლექსთა კრებულებისა "ბროწეულების ცეცხლი" (1963), "გულისცემა" (1970), "ათინათი" (1972), "როგორც ცერზე მიმინო" (1975), "როცა სისხლი ლაპარაკობს" (1977), "ეს ოთხი წელი" (1980) და სხვ., საბავშვო ლექსებისა ("კალიების კარნავალი", 1975), მოთხრობებისა ("წყალწითელა", 1971; "შატილელი შავლეგო", 1977) და სხვ. არის 40-მდე წიგნის ავტორი.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983. -გვ.92

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: