შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კოტეტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი თონეთი, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1911 წელს, პეტერბურგის ფსიქო-ნერვოლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის ფაკულტეტი 1914 წელს, 1918 წელს დაამთავრა ლერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1928 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1919-1926წწ. იყო მასწავლებელი თბილისის სკოლებში. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ფოლკლორს, ხოლო 1929 წლიდან მისი ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს, ასევე ქანდაკების თეორიისა და ისტორიის კურსს. მან მიაკვლია ქართული ფოლკლორის უძველეს მითოლოგიურ ძირებს; სოციალურ-ისტორიულ გარემოებათა გათვალისწინებით დაათარიღა ზეპირსიტყვიერების ცალკეული ნიმუშები.1933 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე. მისი პირველი ლიტერატურული წერილი - "საზოგადოებრივი მოტივები არჩილ მეფისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებაში" - გამოქვეყნდა 1921 წელს "სახალხო გაზეთში". საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი. წყარო: radiotavisupleba.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 188 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |