The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ კოტეტიშვილი

ვახტანგ კოტეტიშვილი
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:17 იანვარი, 1937  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი დიდი თონეთი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1911 წელს, პეტერბურგის ფსიქო-ნერვოლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის ფაკულტეტი 1914 წელს, 1918 წელს დაამთავრა ლერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1928 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

1919-1926წწ. იყო მასწავლებელი თბილისის სკოლებში. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ფოლკლორს, ხოლო 1929 წლიდან მისი ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს, ასევე ქანდაკების თეორიისა და ისტორიის კურსს. 1933 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე. მისი პირველი ლიტერატურული წერილი - "საზოგადოებრივი მოტივები არჩილ მეფისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებაში" - გამოქვეყნდა 1921 წელს "სახალხო გაზეთში".

წყარო: radiotavisupleba.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიური მწერლობის კავშირი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, პრეზიდიუმის წევრი (1918-1928)
  • ქართველ მხატვართა საზოგადოება, თავმჯდომარე (1924-1929)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: