The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემზარ კვიტაიშვილი

ემზარ კვიტაიშვილი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1935  (88 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 

მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1957 წელს "ცისკარსა" და "პირველ სხივში". 1963 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი კრებული - "გზაში ნათქვამი სიმღერა". 1956-1960 წწ. მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის კადრების უფროს ინსპექტორად, 1960-1961 წწ. ამავე გამომცემლობის რედაქტორად, 1963 წლიდან ჟურნალ "ცისკარის" ლიტერატურულ მუშაკი იყო, ხოლო შემდეგ შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერ-მუშაკი. კრებული "სიზმარი ვნახე" 1975 წელს გამოიცა, ხოლო კრებული "ნაშუადღევი" - 1999 წელს. 

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 189

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: