The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიდა სტვილია

ლიდა სტვილია
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:24 ნოემბერი, 2016  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ხუნწი, გეგეჭკორის (მარტვილი) რაიონი. 

დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში, საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოგრაფად, გამომცემლობა "ნაკადულის" რედაქტორად. მისი პირველი ლექსი - "ძირს რა დახრის" დაიბეჭდა 1955 წელს გაზეთში "სოციალისტური სოფელი", ხოლო პირველი კრებული - "დილა ვენახში" გამოიცა 1959 წელს სოხუმში. ლირიკული ლექსების 10 კრებულისა  ("ბედნიერების ბუდე", "კოლხეთის ციცინათელები", "კლდის ყვავილები", "მთვარეს უყვარს აივანი ჩემი" და სხვა) და საბავშვო ლექსების 6 კრებულის ავტორია. მათ შორისაა: "ბედნიერების ბუდე" (1965), "გაზაფხული ზამთარში" (1971), "მთვარეს უყვარს აივანი ჩემი" (1989). თარგმნილი აქვს ოსი პოეტების კოსტა ხეთაგათის, გაფეზის, ნაფი ჯუსოითის ლექსები.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.288

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: