Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიდა სტვილია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ხუნწი, გეგეჭკორის (მარტვილი) რაიონი. დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში, საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოგრაფად, გამომცემლობა "ნაკადულის" რედაქტორად. მისი პირველი ლექსი - "ძირს რა დახრის" დაიბეჭდა 1955 წელს გაზეთში "სოციალისტური სოფელი", ხოლო პირველი კრებული - "დილა ვენახში" გამოიცა 1959 წელს სოხუმში. ლირიკული ლექსების 10 კრებულისა ("ბედნიერების ბუდე", "კოლხეთის ციცინათელები", "კლდის ყვავილები", "მთვარეს უყვარს აივანი ჩემი" და სხვა) და საბავშვო ლექსების 6 კრებულის ავტორია. მათ შორისაა: "ბედნიერების ბუდე" (1965), "გაზაფხული ზამთარში" (1971), "მთვარეს უყვარს აივანი ჩემი" (1989). თარგმნილი აქვს ოსი პოეტების კოსტა ხეთაგათის, გაფეზის, ნაფი ჯუსოითის ლექსები. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.288 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |