შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა სამასწავლებლო სემინარია 1909 წელს. 1913-1945წწ. მუშაობდა პედაგოგად დაწყებით საშუალო სკოლებში სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. პედაგოგიურთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. წერდა ლექსებს ბავშვებისათვის. მისი პირველი წიგნი "საბავშვო თამაშობანი ლექსად" გამოქვეყნდა 1925 წელს. მისი საბავშვო იგავ-არაკები იბეჭდებოდა ჟურნალებში "ჯეჯილი" და "ნაკადული". 1945 წელს დატოვა სკოლა და მთლიანად გადავიდა ლიტერატურულ-სამწერლო მუშაობაზე. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.323; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.589-593 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |