The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალიო მირცხულავა

ალიო მირცხულავა
სხვა სახელი:ბუმერანგი  (ფსევდონიმი)
მაშაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1903
გარდაცვ. თარიღი:16 ოქტომბერი, 1971  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხობის რაიონი, სოფელი ხორგა. 

სწავლობდა მოსკოვის ვ. ბრიუსოვის სახელობის სრულიად საკავშირო სალიტერატურო ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ჩაირიცხა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს.

1921 წ. მუშაობა დაიწყო კომკავშირის ცკ-ს ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების მდივნად. 1940-1944წწ. პარტიის ცკ-ის თანამშრომელი, ხოლო სხვადასხვა წლებში ჟურნალების -"მნათობისა" და "დროების" რედაქტორი. 1968 წლიდან საქართველოს წიგნის პალატის დირექტორი. 1923 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობები და პოემები, ხოლო ლექსთა კრებული - "მერრეხი", ბუმერანგის ფსევდონიმით, გამოვიდა 1924 წელს, დრამატული პოემა - "სურა დაიმსხვრა" 1959 წელს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.275

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომკავშირელ მწერალთა წრე "მომავალი", ხელმძღვანელი (1923-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, პირველი მდივანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • ჰიმნი სამშობლოს : ლექსები და პოემები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი-ს გამ-ბა, 1951. - 191გვ.
  • მაღალი ოცნება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1950. - 64გვ.
  • რჩეული : ლექსები და პოემა (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1947. - 306გვ.

გააზიარე: